დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში მდიდრებისთვის გადასახადებს გაზრდის

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში იგი მდიდრებისთვის გადასახადებს გაზრდის. ამის შესახებ მან „ენბისისთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„მდიდრებისთვის, ვფიქრობ რომ გადასახადები გაიზრდება, ეს ნამდილად ასე უნდა მოხდეს. როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, საშუალო კლასის წარმომადგენლებზე უფრო მეტად ვწუხვარ, ვიდრე მდიდრებზე“, - განაცხადა ტრამპმა.

დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტრამპს სინამდვილეში მდიდრებისთვის გადასახადის გაზრდის განზრახვა არ ამოძრავებს.