Ogilvy & Mother მსოფლიოს ყველაზე ეფექტურ სარეკლამო სააგენტო ქსელად დასახელდა

სარეკლამო კომპანია Ogilvy & Mother მსოფლიოს ყველაზე ეფექტურ სარეკლამო სააგენტო ქსელად დასახელდა.

Effie Index-ის თანახმად, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით წლის ყველაზე ეფექტურ სარეკლამო სააგენტოსა და კომპანიას ავლენს, ზედიზედ მეხუთეთ ყველაზე ეფექტური სარეკლამო კომპანიის წოდება WPP-ს ერგო.

სარეკლამო კომპანიების პირველ ხუთეულში ასევე დასახელდნენ „ომნიკომი“, „ინტერპაბლიკი“, „პაბლიცისი“ და Dentsu aegis Network.

ინდექსის შედეგად ასევე ყველაზე ეფექტური ბრენდები და კომპანიები. Effie Index-ის მიხედვით, 2016 წლის ყველაზე ეფექტური ბრენდის წოდება „კოკა კოლას“ ერგო, თავად კომპანიამ კი ყველაზე ეფექტური კომპანიის წოდება დაიმსახურა.