სამშენებლო ბიზნესი და მომხმარებელი ახალი კოდექსის მოლოდინში

საქართველოში სამშენებლო ბიზნესი მასშტაბურად ვითარდება. ქართული და უცხოური კომპანიები სწრაფი ტემპებით აშენებენ ახალ შენობებს საცხოვრებელი თუ ბიზნესდანიშნულებით. თუმცა სამშენებლო ბიზნესში უამრავი ხარვეზი არსებობს. მაგალითად, კანონმდებლობაში დაურეგულირებელია მომხმარებლის უფლებები. ასევე, არ ხდება სრული კონტროლი შენობების არქიტექტურული, ვიზუალური და ხარისხობრივი კუთხით. სფეროს წარმომადგენლები ახალი ნაგებობების საექსპლუატაციო ვადას და სტიქიების დროს სეისმომედეგობას ეჭვქვეშ აყენებენ. სამშენებლო კომპანიების ნაწილი თვლის, რომ საექსპლოატაციო ვადასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილებაა საჭირო. ზოგიერთი დეველოპერი ეჭვობს, რომ მშენებლობაში დიდწილად უხარისხო მასალები გამოიყენება, რაც ახალი ნაგებობის მიმართ უნდობლობას აჩენს. მენაშენეთა ასოციაციის წარმომადგენლები კი ამ ცვლილებასთან ერთად მხარეთა უფლებების დარეგულირებასაც ითხოვენ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე