ეკოლოგიური ეფექტურობის ინდექსი საქართველოში ამჟამად არსებულ ვითარებას არ ასახავს - გარემოს დაცვის სამინისტრო

ეკოლოგიური ეფექტურობის ინდექსი საქართველოში ამჟამად არსებულ ვითარებას არ ასახავს - ასეთია გარემოს დაცვის სამინისტროს პოზიცია იელისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების მიერ გამოქვეყნებულ ინდექსთან დაკავშირებით, რომელშიც საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 111-ე პოზიციაზეა. გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის, თემურ მურღულიას განცხადებით, ინდექსში არაა ასახული ის სამუშაოები, რაც საქართველომ ბოლო პერიოდში სხვადასხვა მიმართულებით ჩაატარა. ე.წ. მწვანე ქვეყნების ინდექსში საქართველოს პოზიცია 7 კატეგორიაში გაუმჯობესდა, ორ კატეგორიაში კი გაუარესდა, მათ შორის, წყლის რესურსების მდგომარეობის მიმართულებით.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე