სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა აქციას მართავს

სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გორის რაიონში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეების თქმით, 5-6 მაისს მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად მათი მოსავალი სრულად განადგურდა, ხელისუფლებიდან კი მათთან დასახმარებლად არავინ მისულა.

აქციის მონაწილეთა თქმით, სეტყვის შედეგად მიყენებულ ზარალს არც აგროდაზღვევა არ ანაზღაურებს.

აქციის მონაწილეები სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეზოში არიან შეკრებილები და ისინი პრობლემის მოსაგვარებლად სამინისტროს ჩართვას მოითხოვენ.