მინისტრის მოადგილე სეტყვის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ხვდება

გორის სოფლების სეტყვის შედეგად დაზარალებული აქციის მონაწილეები სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ლევან დავითაშვილს ხვდებიან.

შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობაში მიმდინარეობს. შეხვედრაში აქციის მონაწილეთა რამდენიმე წარმომადგენელი მონაწილეობს. შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურულ რეჟიმში იმართება.

გორის რაიონის მოსახლეობა აცხადებს, რომ 5-6 მაისს მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად მოსავალი 100%-ით გაუნადგურდათ, ხოლო რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან არ ყოფილა. დაზარალებული მოსახლეობა დღეს სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავს.