სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვით იმუქრება

სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა აცხადებს, რომ გორის მიმდებარე ტერიტორიაზე ცენტრალურ ავტომაგისტრალს გადაკეტავს.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეთა ნაწილმა განაცხადა, მათ მინისტრის მოადგილისგან მოისმინეს დაპირება, რომ პრობლემების მოსაგვარებლად შხამ-ქიმიკატებს გადასცემენ.

შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის ვანო ბიბილურის თქმით, პრობლემა, რომელიც მათ სეტყვამ შეუქმნა, შხამ-ქიმიკატებით ვერ მოგვარდება. ვანო ბიბილურის თქმით, მათ სჭირდებათ მიყენებული ზარალის ანაზღაურება.

„იმ ზარალს რაც მოგვადგა, შხამ-ქიმიკატები ვერ უშველის. სეტყვამ მინიმუმ სამი წლით დააზარალა ჩვენი მოსავალი, რაც ნიშნავს რომ სამი წლის განმავლობაში ჩვენ მოსავალს ვერ მივიღებთ. ჩვენ მოვითხოვთ ზარალის ანაზღაურებას“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ვანო ბიბილურმა.

გორის რაიონის მოსახლეობის თქმით, ისინი ყურადღების მისაქცევად საპროტესტო აქციის გამართვას და გორის მიმდებარე ცეტრალურ ავტომაგისტრალზე გზის გადაკეტვას აპირებენ.