ბოლო 1 კვირაში ეროვნულმა ბანკმა ჯამში 40 მილიონი დოლარი შეისყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სებ-მა ორჯერ შეისყიდა დიდი ოდენობით დოლარი, რომლის ჯამურმა თანხამ 40 000 000 შეადგინა. აპრილიდან მოყოლებული ეროვნულმა ბანკმა უკვე მეხუთედ მოახდინა სავალუტო აუქციონზე დიდი ოდენობით დოლარის შეძენა.

აპრილში სებ-მა სამჯერ მოახდინა დოლარის შესყიდვა - 14, 20 და 21 აპრილს შესაბამისად 10 000 000, 10 000 000 და 20 000 000 დოლარის.