ლარი მცირედით გამყარდა

ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2126 ლარი გახდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2126 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2134 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0008 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5177 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5270 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0093 ლარი შეადგინა.