სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე დღეს 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო მონაწილეობა. მოთხოვნამ 73 700 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.330 პროცენტით, მაქსიმალური 10.000 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 9.791 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური განაკვეთი 13.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.