თქვენთვის კარგად ნაცნობი ონლაინ-სესხების სარფიანი ბიზნესი - უკონტროლო სფერო რეგულაციების გარეშე

საბანკო და მიკროსაფინანსო სასესხო ორგანიზაციებს ბოლო 2-3 წელია ახალი, ეგრეთ წოდებული ონლაინ-სესხები დაემატა. საქართველოს ფინანსურ ბაზარზე, ძირითადად, უცხოური ორგანიზაციები შემოდიან და მინიმალური კაპიტალდაბანდებით, საკმაოდ სარფიან ბიზნესსაქმიანობას ახორციელებენ. ბოლო მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში 30-ზე მეტი ონლაინ-სასესხო ორგანიზაციაა, რომლებიც მხოლოდ სამეწარმეო კანონმდებლობის ზოგადი წესებით ოპერირებენ. ჯერ არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ განსაზღვრავს და აკონტროლებს ამ ორგანიზაციების მუშაობას. შესაბამისად, უკონტროლოა ვალდებულებები, პროცენტების ზღვარი და სხვა პუნქტები, რასაც ონლაინ-სასესხო ორგანიზაციები ხელშეკრულებებში დებენ. ეკონომიკის ექსპერტები PALITRANEWS-სთან საუბრისას რამდენიმე პრობლემატურ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე