ეროვნული ბანკის პრეზიდენტად კობა გვენეტაძის დანიშვნიდან დღემდე სებ-მა სავალუტო აუქციონზე 95 მლნ დოლარი შეიძინა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად კობა გვენეტაძის დანიშვნიდან დღემდე სებ-მა სავალუტო აუქციონზე 95 მილიონი დოლარი შეიძინა.

სებ-ის მიერ დოლარის შესყიდვა მიმდინარე წლის 17 მარტს, კობა გვენეტაძის ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშვნის დღესვე მოხდა.

მიმდინარე წლის მარტიდან დღემდე ეროვნულმა ბანკმა 95 მილიონი დოლარი შეისყიდა, კერძოდ, 17 მარტს - 5 მილიონი დოლარი, 21 მარტს - 10 მილიონი დოლარი, 14 აპრილს - 10 მილიონი დოლარი, 20 აპრილს - 10 მილიონი დოლარი, 21 აპრილს - 20 მილიონი დოლარი, 5 მაისს - 20 მილიონი დოლარი და 10 მაისს - 20 მილიონი დოლარი.

2016 წლის 17 მარტამდე ბოლო სავალუტო აუქციონი, რომელზეც ეროვნულმა ბანკმა დოლარი შეიძინა, 2014 წლის 26 აგვისტოს გაიმართა. 2015 წლის განმავლობაში სებ-ს დოლარი არ შეუძენია.