ნევადაში მომავლის მატარებელი გამოსცადეს (+ვიდეო)

ლას-ვეგასის ჩრდილოეთით, ნევადას შტატში მომავლის მატარებლის Hyperloop-ისთვის შექმნილი ძრავის ტესტირება მოხდა.

ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal იუწყება.

„Hyperloop რეალობაა. ის ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდება“, - განაცხადა კომპანია Hyperloop One-ის დირექტორმა რობ ლოდმა.

მან დააზუსტა, რომ კომპანია ამ ტიპის ფუნქციონალური ტრანსპორტის შექმნას 2020 წლისთვის გეგმავს.

კომპანია Hyperloop Technologies ილონ მასკის კუთვნილი კომპანიაა. იდეის ავტორის ჩანაფიქრით, Hyperloop თვითმფრინავზე ორჯერ, ჩქაროსნულ მატარებელზე კი ოთხჯერ სწრაფი იქნება. პირველ ეტაპზე „ჰიპერლუპი“ 560 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს, თუმცა სამომავლოდ სიჩქარის 1200კმ/სთ-მდე გაზრდა იგეგმება. უფრო მასშტაბური ტესტების ჩატარებას კომპანია წლის ბოლოსკენ გეგმავს.

უკვე ცნობილია, რომ ილონ მასკმა პროექტის განხორციელებისთვის უკვე მიიზიდა 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია.

კოკა კვირკველია