სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ბიზნესმენებს შეხვდა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ტენდერებში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არსებული პრობლემური საკითხები განიხილეს. ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა უწყების ხელმძღვანელს ტენდერებში არსებული ხარვეზების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. კომპანიები მთავარ პრობლემად ტენდერების ტექნიკურ დოკუმენტაციასთან და ვადებთან დაკავშირებულ საკითხებს ასახელებენ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე