ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ ბუშეტში მარწყვის მოსავალი 100%-ით განადგურდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში მარწყვის მოსავალი 100%-ით განადგურდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სეტყვა გუშინ საღამოს მოვიდა და დაახლოებით ნახევარი საათი გრძელდებოდა, რის შედეგადაც 100-მდე ოჯახს მოსავალი გაუნადგურდა.

როგორც ბუშეტში მცხოვრები ეთერ ფულიანი აცხადებს, მისი ერთადერთი შემოსვალი სოციალური დახმარების გარდა უნდა ყოფილიყო მოწეული მოსავალით მიღებული შემოსავალი, რისი იმედითაც მან ვალები აიღო და ახლა ხელისუფლებისგან ითხოვს დახმარებას.

ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ სხვა დაზარალებულებიც. მათი თქმით, 100-მდე ოჯახის რამდენიმე ათეული ჰექტარი მოსავალია განადგურებული.