რა უპირატესობები აქვს ორეტაპიან ტენდერებს და როდიდან ამოქმედდება ახალი მექანიზმი?

სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ორეტაპიანი ტენდერის მექანიზმის ამოქმედება 1-ლი სექტემბრიდან იგეგმება. ახალი მექანიზმი შემსყიდველ ორგანიზაციებს შესაძლებლობას მისცემს, შეთავაზებებს შორის არჩევანი ფასთან ერთად, ხარისხის მიხედვითაც გააკეთოს. ასევე, კიდევ ერთი ალტერნატივა ე.წ. დახურული ტენდერები იქნება. ამასთან, როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში აცხადებენ, კვლავ მიმდინარეობს მუშაობა ტენდერებში ადგილობრივი კომპანიებისთვის გარკვეული შეღავათების სისტემის ჩამოყალიბებაზე.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე