ზურაბ ტყემალაძე "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელს სასამართლოში უჩივლებს

”მრეწველთა პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელ გიორგი ბახტურიძეს სასამართლოში უჩივლებს. ამის შესახებ ტყემალაძემ ბახტურიძის მიერ ”პალიტრანიუსის” ეთერში გაკეთებული განცხადების შეფასებისას განაცხადა. ბახტურიძის მტკიცებით, საქართველოში თამბაქოს ინდუსტრიას ზურაბ ტყემალაძე ლობირებს.

”აუცილებლად ვუჩივლებ, რა თქმა უნდა, პატივისა და ღირსების შელახვისათვის. მტკნარი სიცრუე ილაპარაკა. გვარიც კი არ ვიცი ვინ არის, მაგრამ მაგასაც გავიგებ. რაც შეეხება ბრალდებას, მტკნარ სიცრუეს ტირაჟირებს. თამბაქოს ინდუსტრიასთან არანაირი კავშირი არ მაქვს და არც მქონია არასდროს. ჩემი ოჯახის არც ერთი წევრი არ ეწევა, მათ შორის არც მე. მტკნარი სიცრუე იყო. მოთმენაც კი არ შეიძლებოდა მისი საუბრის და ვუთხარი, რომ შევხვდებით სასამართლოში. სერიოზული პასუხის გაცემაც არ ღირს მის განცხადებაზე”, - აღნიშნა ზურაბ ტყემალაძემ.