ნოდარ ხადური და კობა გვენეტაძე სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ

ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე მყოფი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაზე საქართველოსა და რეგიონში არსებული მაკროეკონომიკური ვითარება და საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.