ბრითიშ პეტროლიუმი - სამხრეთის გაზსადენი საქართველოს გავლით დროულად ამოქმედდება

ბრითიშ პეტროლიუმის განცხადებით, სამხრეთის გაზის კორიდორის პროექტი გეგმის მიხედვით ვითარდება და დროულად ამოქმედდება.

euroline.ge-ს ინფორმაციით, კომპანიის ევროპის მიმართულების ხელმძღვანელმა პიტერ მათერმა აღნიშნა, რომ თანხების მესამედი უკვე ათვისებულია.

”ეს 45 მილიარდ დოლარიანი პროექტია და გეგმისა და ბიუჯეტის მიხედვით ვითარდება. თანხების მესამედი უკვე ათვისებულია. პროექტი 2020 წლისთვის დასრულდება”, - განაცხადა პიტერ მათერმა.

პროექტის მიხედვით, გაზსადენით გათვალიწინებულია აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან წლიურად 10 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდება ევროპაში საქართველოსა და თურქეთის გავლით.

ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.euroline.ge/?p=7304