ჯანდაცვის სამინისტრო შორენა ბეგაშვილის შვილის ოპერაციისთვის 10 ათას დოლარს გადარიცხავს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილის, ევა ბარბაქაძის ოპერაციისთვის 10 ათას დოლარს გადარიცხავს.

როგორც უწყებაში განაცხადეს, აღნიშნულ თანხას სამინისტრო რეფერალური პროგრამის ფარგლებში გამოყოფს.

მსახიობი შორენა ბეგაშვილი და მისი შვილი ევა ბარბაქაძე უკვე თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებიან. დედა-შვილი თურქეთში გუშინ გაფრინდა. ხვალ პაციენტს ხერხემალზე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდება.

ევა ბარბაქაძის დასახმარებლად მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე:

"საქართველოს ბანკი":

GE57BG0000000642055200

TBC ბანკი:

GE61TB7723536010100019 (GEL)

GE40TB1123536110100031 (USD)

ბანკი „რესპუბლიკა“:

GE39BR0000010929691997

მიმღები: შორენა ბეგაშვილი