ქუთაისის დელეგაცია ხარკოვში ტურისტულ ფორუმში მონაწილეობს

უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში მერვე საერთაშორისო ტურისტული ფორუმი ,,ხარკოვი-პარტნიორობა ტურიზმის სფეროში," მიმდინარეობს. ფორუმში მონაწილეობას ქალაქ ქუთაისის მუნიციპლიტეტის დელეგაცია, მერის მოადგილის კონსტანტინე ქავთარაძის, საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ბექა ყანჩელის შემადგენლობით იღებს.

ქალაქ ხარკოვში ტურისტული ფორუმი 12-14 მაისის ჩათვლით იმართება. ფორუმი გახსნეს და მონაწილეებს მიესალმნენ ქალაქ ხარკოვის ვიცე-მერი იგორ ტერეხოვი და ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი. ქუთაისის მერის მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძემ ფორუმის პირველ სამუშაო დღეს, პლენარულ სესიაზე წარადგინა პრეზენტაცია: ,,ქუთაისის განვითარების მიმართულებებისა და ტურისტული პოტენციალის შესახებ’’. ფორუმი სამი დღის მანძილზე გრძელდება და მასში 12 ქვეყნის 23 ქალაქის 60-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს.