აშშ-ის ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა თავისი პრეპარატების სიკვდილით დასჯის მიზნით გამოყენება აკრძალა

აშშ-ის ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა თავისი პრეპარატების სიკვდილით დასჯის მიზნით გამოყენება აკრძალა. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული. მათი თქმით, პრეპარატები, რომელსაც კომპანია აწარმოებს, პაციენტების გადარჩენას ისახავს მიზნად და არა ადამიანის სიკვდილს.

აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის სასჯელაღსრულების სისტემისთვის ერთგვარი ჩიხი იქნება, ვინაიდან სწორედ Pfizer-ის პრეპარატები იყო ერთადერთი, რასაც აშშ-ში სიკვდილით დასჯისთვის იყენებდნენ.

ამ დრომდე მსგავსი გადაწყვეტილება 20-ზე მეტმა სხვა ამერიკულმა და ევროპულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ცალკეულ შტატში სიკვდილით დასჯა კვლავ მოქმედებს.