ამერიკული პორნოგრაფიული საიტი ვიზიტორებს 25 ათას დოლარს გადაუხდის

პოპულარული ვიდეოსერვისი მოზრდილთათვის PornHub საკუთარი საიტის იმ ვიზიტორებს, რომლებიც ვებგვერდის „სუსტ“ წერტილებს აღმოაჩენენ, 25 ათას დოლარამდე ჯილდოს სთავაზობს. ამის შესახებ CNBC იტყობინება.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მან, ვინც საიტის „გატეხვას“ შეძლებს, ინფორმაცია ვიზუალური მასალით ვებგვერდის ადმინისტრაციას უნდა გადაუგზავნოს. „საფრთხეების შეფასების“ შემდეგ „თეთრქუდიან ჰაკერებს“ (კეთილ ჰაკერებს) ვებგვერდი 50 დოლარიდან 25 ათას დოლარამდე თანხას გადაუხდის.

Pornhub - ეს არის სუპერ პოპულარული ვებგვერდი, რომელსაც ყოველდღიურად 60 მილიონამდე ვიზიტორი ჰყავს. ცნობისათვის, ეს ე.წ. bug bounty program უკვე სხვა კომპანიებმაც დანერგეს. ისინი ჰაკერებს მოუწოდებენ, შეისწავლონ მათი ვებგვერდები და ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, მათ ფულად ანაზღაურებას სთავაზობენ. მათ შორის არის Google, რომელიც ამ ტიპის „მომსახურებისთვის“ 20 ათას დოლარს იხდის.

კოკა კვირკველია