რომელი სმარტფონები ფუჭდება ყველაზე ხშირად

კომპანია Blanco Technology Group-მა იმ სმარტფონების რეიტინგი წარადგინა, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოდის მწყობრიდან და ფუჭდება.

კვლევის თანახმად, ანდროიდზე მომუშავე სმარტფონები უფრო ხშირად გზავნიან სიგნალს შეცდომებთან დაკავშირებით, ვიდრე iOS სისტემაზე მომუშავე მოწყობილობები.

2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, სისტემიდან გამოსვლის შესახებ შეტყობინებების 85% ანდროიდ მოწყობილობაზე მოდის, 15% კი Apple-ზე.

Apple-ის მოწყობილობებს შორის საჩივრების ყველაზე დიდი წილი - 25% iPhone 6-ზე მოდის, 17% - iPhone 5s-ზე, 14% - iPhone 6Plus-ზე.

ამასთან ერთად, კვლევაში აღნიშნულია, რომ მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი ხშირ შემთხვევაში ტელეფონის მფლობელის ქმედებაა და არა - ქარხნული წუნი. ამიტომ სპეციალისტები მომხმარებლებს ურჩევენ, სწორად დატენონ ტელეფონი, დროულად გაწმინდოდა მეხსიერება და ჩამოტვირთონ სისტემური განახლებები.

კვლევის თანხმად, ყველაზე ხშირად მომხმარებელი კამერასთან დაკავშირებულ პრობლემაზე იუწყება - 8%, 7% - სენსორულ ეკრანთან დაკავშირებით, 6% - ელემენტის დატენვას, 4% კი მიკროფონს.