"ონლაინკაზინოებისთვის სარეკლამო დროის დათმობა დანაშაულია"

"ონლაინკაზინოების ბადეში გახვეულ თანამედროვე ელიოზებს საკუთარი თავისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოაქვთ"

თუ გინდა ადამიანი დაღუპო, დააწყებინე აზარტული თამაში, ხელი შეუწყვე, რომ გახდეს თამაშზე დამოკიდებული და... უბედურება არ დააყოვნებს. მით უმეტეს, თუ ეს უბედურება უკვე სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია მიიღო და ტელევიზიები მას სარეკლამო დროის საკმაოდ დიდ ნაწილს უთმობენ. დიახ, ონლაინკაზინოებსა თუ ონლაინბეთებს ვგულისხმობთ, რომლებიც ისეთივე ეროვნულ პრობლემად იქცა, როგორიც, მაგალითად, ნარკომანიაა. სწორედ ამიტომ ითხოვს საზოგადოების დიდი ნაწილი ხელისუფლების უსწრაფეს რეაგირებას, მაგრამ...

სოსო ცისკარიშვილი, ექსპერტი:

- ონლაინკაზინოების რეკლამის ასეთი გაშლა როგორ შეიძლებოდა?! წარმოვიდგინოთ, შინ ზის გაჭირვებული, ათასნაირი განცდითა და სიღარიბით დაძაბუნებული ადამიანი, რომელსაც არსაით წაესვლება, რომელიც არავინ მიიღო სამუშაოზე და ამის გამო მის შვილებს პური არა აქვთ, ფეხსაცმელი არ აცვიათ, ბუზღუნებენ, რომ მათი მამა უვარგისია. ამ დროს კი იწყება ტელე­ვიზორში ონლაინკაზინოს რეკლამა - "შენ შეგიძლია მყისიერად მოიგო ფული!" რას იზამს ეს ადამიანი? დიდია იმის ალბათობა, რომ უცბად ფულის შოვნის შანსს ჩაეჭიდოს და... საბოლოოდ, გაუბედურდება და სიცოცხლესაც შეიმოკლებს. შესაბამისად, სიცოცხლის შემმოკლებელია მათი მედიარეკლამაც.

რა მოგებასაც უნდა იძლეოდეს მსგავსი რეკლამები, დანაშაულია, ხელი მოაწერო სიცოცხლის შემმოკლებელ პროპაგანდაზე! იმავეს ვიტყვი ხელისუფლებაზეც! ის ხელისუფლება, რომელიც არ ცდილობს, შეიმუშაოს კანონები საკუთარი სასოწარკვეთილი მოქალაქეების დასაცავად, დამნაშავეა! ხელისუფლება, რომელიც იმით აწონებს თავს საზოგადოებას, რომ პროსტიტუციას არ აკანონებს, სინამდვილეში სიკვდილს აკანონებს გაჭირვებული ხალხის ხარჯზე აყვავებული საეჭვო ორგანიზაციების სახით.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 16 მაისის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ეთერ ერაძე

ემა ტუხიაშვილი