ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ონლაინთამაშებში დაახლოებით 400 ათასი კაცი ერთვება

"მოთამაშე შვილი დედას მათხოვრობას აიძულებს"

ზურაბ კუკულაძე, "ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის" ანალიტიკოსი: "ცოტა ხნის წინ ჩემთან მოვიდა ქალი, რომელიც ამ სისტემის მსხვერპლია - მისი შვილი­ მოთამაშეა. ასეთი ადამიანებისთვის ნაცნობი პრობლემები აქვს მათ ოჯახსაც: დაკარგეს ბინა, სამსახური, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ ნაქირავებ ბინაში. საქმე იქამდე მივიდა, რომ შვილი დედას აიძულებს, ქუჩაში მოწყალება ითხოვოს. როგორც მითხრა, თუ დღეში 50 ლარს არ მიუტანს, სახლში არ შეუშვებს­, ხშირად სცემს კიდეც. ამიტომ, როცა ფულს ვერ შოულობს, ღამეს ქუჩაში ათევს. გაწამებულს ხშირად უფიქრია, პოლიციას მივმართავო, მაგრამ შვილს ციხისთვის ვერ იმეტებს. ასეთი ადამიანების პირად ტრაგედიებზე ვიღაც დიდ ფულს შოულობს.

სიტუაცია აბსოლუტურად უკონტროლოა. ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის მცირეწლოვნებს, შეუძლიათ აკრიფონ ნებისმიერი პირადობის მოწმობის ნომერი და დაიწყონ თამაში... მოგეხსენებათ, ჩვენი ასოციაცია იყო და არის ერთ-ერთი პირველი, ვინც ხელისუფლებას ონლაინკაზინოებისთვის რეგულაციების დაწესების მოთხოვნით მიმართა.

გამოვიკვლიეთ, რომ ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ონლაი­ნთამაშებში დაახლოებით 400 ათასი­ კაცი ერთვება. ფაქტობრივად, ყოველ მეორე ოჯახშია ეს პრობლემა.

მზაობა გამოვთქვით, ჩავრთულიყავით ამ პრობლემის მოგვარებაში, თუმცა, საქმე წინ არ წასულა. თუ საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი ზეწოლას არ მოახდენს ხელისუფლებაზე, ეს საკითხი ასევე დარჩება. არა იმიტომ, რომ ხელისუფლება კარგია ან ცუდი, არამედ იმიტომ, რომ ნებისმ­იერ ხელისუფლებას უჭირს ბიზნესისთვის­ თვითნებურად რეგულაციების დაწესება. ამიტ­ომაც აუცილებელია საზოგადოების აქტიურობა, რათა ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანოს.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 16 მაისის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ეთერ ერაძე

ემა ტუხიაშვილი