ეკლესია Google-ში მილიონობით დოლარს ჩადებს

ანგლიკანური ეკლესია კომპანია Google-ში მილიონობით დოლარის ინვესტირებას გეგმავს

მიუხედავად იმისა, რომ პირობა აქვს დადებული, ებრძოლოს გადასახადის არგადამხდელ კომპანიებს, რომელთა შორისაც ამერიკული გიგანტიც მოიაზრება. ინფორმაციას გამოცემა The Times ავრცელებს.

საეკლესიო კომისიონერებმა წლიურ შემაჯამებელ კვლევაში მიუთითეს, რომ კომპანია Alphabet, რომლის მფლობელიც გახლავთ Google, იმ „20 ყველაზე ღირებული კომპანიის ჩამონათვალშია, რომლებშიც ინვესტირებას გეგმავს ეკლესია“.

მიუხედავად იმისა, რომ ინვესტირების მოცულობა აღნიშნულ ანგარიშში ნახსენები არ არის, ცნობილია, რომ ანგლიკანური ეკლესია 7 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის აქტივებს განაგებს.

გასული წლის მაისში, გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო, ანგლიკანური ეკლესია ჯამში 12 მილიონი ფუნტით გეგმავდა საკუთარი წილის შემცირებას ნავთობისა და ნახშირის მოპოვების სექტორში.

კოკა კვირკველია