კახეთში ღვინის სპა გაიხსნა

კახეთში, სოფელ კისისხევში შუხმანის ღვინის სპა გაიხსნა.

ინფორმაციას ამის შესახებ "შუხმანის" გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე კომპანია ტურისტებს მასპინძლობს. ახლო მომავალში კი ოფიციალური გახსნაა დაგეგმილი.

,,სტუმრები ცოტა მოგვიანებით გვეყოლება, საოცრება გამოვიდა, ნამდვილი საოცრება. ეს იყო ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ადრენალინიანი პროცესი”,  - ამბობს ნუცა აბრამიშვილი.

ღვინის სპა მომხმარებელს ქართული წარმოების პროდუქციას შესთავაზებს. პროცედურა მასაჟს, საუნასა და აუზს ითვალისწინებს. ამავდროულად, ყველა პროცედურა ღვინოსთანაა დაკავშირებული.

,,შუხმან ვაინს ჯორჯია” თელავის რაიონის სოფელ კისისხევში რამდენიმე წლის წინ ამოქმედდა. კომპანიის დამფუძნებელი და ინვესტორია გერმანელი მეცენატი ბურხარდ შუხმანი. მისი თაოსნობით აშენდა თანამედროვე ტექნოლოგიური საწარმო, ღვინის მარანი და განახლდა სასტუმრო ,,შატო შუხმანი.” კომპანია ყოველწიურად დაახლოებით, 2 მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებს და მისი პროდუქცია მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება.

ქრისტინე გამთენაძე