უბისის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

უბისის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უბისის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და მონასტრის სარესტავრაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

აღნიშნულ სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ახორციელებს.

პროექტის მიზანი საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნების ხელშეწყობაა.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში უბისის მონასტერს რესტავრაცია ჩაუტარდება. ასევე, მოეწყობა საინფორმაციო ცენტრი, ავტოსადგომი, მონასტრამდე მისასვლელი გზა და სანიტარული წერტილები. პროექტის ღირებულება 1 422 609 ლარია.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე