ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის სარეზერვო დაფინანსების პროგრამის მეოთხე მიმოხილვის ფორმატში დისკუსიების გასამართად, თბილისში სსფ-ის სავალუტო ფონდის მისია იმყოფება, რომელსაც მარკ გრიფიტსი ხელმძღვანელობს.

დღეს მისიის წარმომადგენლებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა საკითხთან ერთად, მიმოხილვის ფარგლებში განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ქვეყნის ზოგადი მაკროეკონომიკური პოლიტიკა, კონკურენტუნარიანობა, ინკლუზიური ზრდა, ტურისტული შესაძლებლობების განვითარება.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ფონდის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში ორი კვირა გაგრძელდება. აღნიშნულ პერიოდში, მისიის წევრები საქართველოს მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან გააგრძელებენ მუშაობას ქვეყნის ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე.