როგორ უნდა განვითარდეს კაპიტალის ბაზარი?

საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი - ასეთია საინვესტიციო კომპანია "გრინ კაპიტალის" ერთ-ერთი დამფუძნებლის მთავრობისადმი რეკომენდაცია. როგორც მამუკა მაჭავარიანმა PALITRANEWS-ის გადაცემა "ბიზნესპერსონაში" განაცხადა, საბანკო სექტორის ინტერესებში ალტერნატიული ფინანსური პროდუქტების შექმნა არ შედის. მისი თქმით, რისკიანი ფინანსური ინსტრუმენტების განვითარებისთვის მთავრობამ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე