ხვალ სატვირთო მანქანების შემოწმებისთვის განკუთვნილი სკანერის გადაცემის ცერემონია გაიმართება

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო“, ხვალ სატვირთო მანქანების შემოწმებისთვის განკუთვნილი სკანერის გადაცემის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

როგორც სსიპ შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, სკანერის გადაცემა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივის ფარგლებში იმართება.

ცერემონიას დაესწრებიან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში შომბი შარპი და საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი.