კიდევ ერთი ბიზნესგაერთიანება - სადისტრიბუციო კომპანიები ასოციაციას ქმნიან

კიდევ ერთი ბიზნესგაერთიანება - საკუთარი ინტერესების დასაცავად ამჯერად დისტრიბუტორი კომპანიები ერთიანდებიან. კომპანია "გრანდის" დამფუძნებლის ივა ჭყონიას განცხადებით, დისტრიბუტორთა ასოციაციის შექმნის მიზანს მათ სფეროში არსებული პრობლემების მოგვარება წარმოადგენს. მისი თქმით, უმთავრეს პრობლემად კვლავ რითეილერების მხრიდან თანხების გადაუხდელობა და გაჭიანურებული სასამართლო პროცესები რჩება. დისტრიბუტორი კომპანიები მთავრობისთვის მიმართვას და სფეროს საკანონმდებლო დონეზე რეგულირების მოთხოვნას გეგმავენ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე