საცალო ქსელში საწვავი გაძვირდა

სამომხმარებლო ბაზარზე ზოგიერთმა ნავთობიმპორტიორმა საწვავის ფასი გაზარდა.

კომპანია ,,ვისოლის” ქსელში საწვავის ღირებულება 13 მაისიდან 5 თეთრით გაიზარდა. დღევანდელი მონაცემებით, „ვისოლის“ ქსელში საწვავის ფასი ასე გამოიყურება: ეკო სუპერი - 1.93 ლარი, ეკო პრემიუმი - 1,77 ლარი; ეკო რეგულარი 1, 70 ლარი; ეკო დიზელი - 1,67 ლარი.

დღეიდან დაკორექტირდა ფასები „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურშიც. როგორც კომპანიაში განაცხადეს, ფასის მატება საერთაშორისო ბაზარზე პლატსის გაძვირებამ გამოიწვია. „ლუკოილის“ ქსელში სუპერის, პრემიუმისა და ევროდიზელის ფასი 4 თეთრი, ხოლო ევრო რეგულარის 5 თეთრით გაიზარდა.

,,ლუკოილის” ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის ფასები დღევანდელი მონაცემებით ასეთია: ევროსუპერი-1,73 ლარი, ევრორეგულარი 1,44 ლარი, ხოლო ევროდიზელი - 1,43 ლარი.

რაც შეეხება „გალფს“, კომპანიაში ფასის ბოლო ცვლილება 15 მაისს განახორციელეს და საწვავის ღირებულება 4-5 თეთრი გაზარდეს.

ქრისტინე გამთენაძე