ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 94.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2016 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 94.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 214.7 მლნ ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი 4.0 პროცენტით (3.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

”უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.3 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 91.8 პროცენტი მოდიოდა. 2016 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 16.3 მლნ აშშ დოლარი (37.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.5 მლნ აშშ დოლარისა (32.8 მლნ ლარისა) გასული წლის აპრილში”, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.