მირიან მეფის ქუჩისა და ”გუდვილის’’ გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს მოძრაობა შეიზღუდება

აღმაშენებლის ხეივნის 12-ე კილომეტრზე დღეს, 10:00 საათიდან 48 საათის განმავლობაში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, შეზღუდვა შეეხება მირიან მეფის ქუჩისა და ”გუდვილის’’ გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიას.

მერიის განმარტებით, არსებულ მონაკვეთზე ასფალტის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერია მოქალაქეებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.