ყაზახი ჟურნალისტები ასტანაში ჩატარებულ აჭარის დღეს ეხმაურებიან

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ასტანაში ჩატარებულ პრეზენტაციას ჟურნალისტები ეხმაურებიან.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ყაზახურ ონლაინ, ბეჭდურ და ტელე-რადიო მედია სივცეში ასტანაში ჩატარებული აჭარის დღის, რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და აჭარაში დასვენების შესახებ 20-მდე მასალა გამოქვეყნდა.

სტატიებში ძირითადათ აქცენტი აჭარის ტურისტულ პროდუქტებზე, რეგიონში არსებულ ფასებსა და ყაზახი ტურისტების მიერ აჭარაში დასვენების შესახებ კეთდება. როგორც ჟურნალისტები წერენ, ყაზახი ტურისტების უმრავლესობა ბოლო წლებში საქართველოსა და აჭარაში დასვენებას ანიჭებს უპირატესობას, რასაც ყაზახეთიდან შემოსული ტურისტების გაზრდილი სტატისტიკაც მეტყველებს.

სტატიები: http://blvd.kz/admin.php/pages/test/index?id=582

http://khabar.kz/ru/news/obshchestvo/item/53643-potok-turistov-iz-kazakhstana-v-gruziyu-vyros-na-20-protsentov

http://www.kazpravda.kz/rubric/kultura/skolko-stoit-otdih-v-batumi-dlya-kazahstantsev/

საქართველოში და კონკრეტულად აჭარაში დასვენების უპირატესობებზე საუბრობს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილი ტელეკომპანია „«Хабар»-თან მიცემულ ინტერვიუში.

ვიდეო - https://www.youtube.com/watch?v=4w8iKQxFntY

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ასტანაში „აჭარის დღეს“ 25 აპრილს უმასპინძლა და მას ყაზახეთში წამყვანი მედია საშუალებების, ტურსააგენტოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საღამოზე წარმოდგენილმა ქართულმა ფოლკლორმა, სამზარეულომ და ღვინომ სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა. „აჭარის დღეს“ დეპარტამენტი 28-29 მაისს ვილნიუსში უმასპინძლებს.

ვიდეო რგოლი https://www.youtube.com/watch?v=Rh5P-ih4D8w

სტატია - http://bnews.kz/ru/news/obshchestvo/turizm/kazahstanskie_turisti_vse_chashche_vibiraut_otdih_v_gruzii_foto-2016_04_26-1268716?login_form=login#

https://kapital.kz/gosudarstvo/49855/gruziya-namerena-vdvoe-uvelichit-turpotok.html