ეროვნული ბანკი დიდი რაოდენობით დოლარის შეძენას განაგრძობს

ბოლო ორ თვეში ეროვნულმა ბანკმა ბრუნვიდან 115 მილიონი დოლარი ამოიღო.

საქართველოს ეროვნული ბანკის დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.1872 შეადგინა.

აპრილიდან მოყოლებული ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე დიდი ოდენობით დოლარი უკვე მეექვსედ შეიძინა.

სებ-ის მიერ დოლარის შესყიდვა მიმდინარე წლის 17 მარტს, კობა გვენეტაძის ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშვნის დღესვე მოხდა.

მიმდინარე წლის მარტიდან დღემდე ეროვნულმა ბანკმა 115 მილიონი დოლარი შეისყიდა, კერძოდ, 17 მარტს - 5 მილიონი დოლარი, 21 მარტს - 10 მილიონი დოლარი, 14 აპრილს - 10 მილიონი დოლარი, 20 აპრილს - 10 მილიონი დოლარი, 21 აპრილს - 20 მილიონი დოლარი, 5 მაისს - 20 მილიონი დოლარი, 10 მაისს - 20 მილიონი დოლარი და 17 მაისს 20 მილიონი დოლარი.