წელს ლუდის მწარმოებელი არც ერთი კომპანია მოგებაზე არ გასულა

ლუდის მწარმოებლები აქციზის განაკვეთის დათვლის ახალ სისტემაზე გადასვლის გაჭიანურებაზე საუბრობენ. კომპანიებსა და მთავრობას შორის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა, თუმცა შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში ამ დრომდე არ შესულა. ბიზნესის მიერ ხელისუფლებისთვის შეთავაზებული ვარიანტით, აქციზის განაკვეთი პროდუქციის მოცულობის ნაცვლად მის შემადგენლობაზე იქნება მიბმული. კომპანია "ნატახტარის" კორპორაციულ საქმეთა დირექტორის, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის განცხადებით, ახალი სისტემა კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, მიღებული შეღავათით ბაზარი განავითარონ. 2015 წლის 1-ლი მარტიდან ლუდზე აქციზის განაკვეთი 40-დან 60 თეთრამდე გაიზარდა, რასაც ბაზრის შემცირება მოჰყვა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე