ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით, BBC კულინარიის ვებგვერდს ხურავს

ბრიტანული კორპორაცია BBC კუთვნილ კულინარიულ საიტს BBC Food-ს ხურავს, სადაც 11 000-ზე მეტი რეცეპტია განთავსებული.

„ბიბისის“ ცნობით, ამ ნაბიჯით კორპორაცია ბიუჯეტს 15 მილიონ ფუნტს ჩამოაჭრის.

„BBC Food-ზე განთავსებული რეცეპტები გაითიშება, თუმცა კომერციული BBC Good Food-ის საიტი კვლავ იფუნქციონირებს“, - განაცხადა არხის დირექტორმა ჯეიმს ჰარდინგმა.

ამასთან ერთად, BBC-მ ”ნიუსბიტის” საიტისა და აპლიკაციის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებაც მიიღო.

როგორც BBC Food -ის რეცეპტების უმრავლესობის ავტორი, მზარეული დენ ლეპარდი აცხადებს, საიტზე რეცეპტების ექსტრაორდინალური, მსოფლიო დონის არქივია და მოქალაქეებს მისი ბიბლიოთეკის სახით შენარჩუნების უფლება აქვთ.

Change.org-ზე უკვე დარეგისტრირდა პეტიცია, რომლის ავტორებიც ბრიტანული კორპორაციის ხელმძღვანელებს მიმართავენ, არ დახურონ BBC Food. პეტიციის დარეგისტრირებიდან რამდენიმე საათში პეტიციას უკვე ჰყავდა 60 ათასზე მეტი ხელმომწერი.