ირაკლი რუხაძე ”ლიბერთი ბანკის” აქციების საკონტროლო პაკეტის ყიდვას გეგმავს

"ჰანიველ პარტნერსი" "ლიბერთი ბანკის" აქციების საკონტროლო პაკეტის ყიდვას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს "ჰანიველ პარტნერსის" მმართველმა პარტნიორმა ირაკლი რუხაძემ განუცხადა.

"ჩვენ ახლა ვუყურებთ "ლიბერთი ბანკს". იმედია, მალე მოვახერხებთ გამოცხადებას, რომ ვიყიდეთ საკონტროლო პაკეტი ამ ბანკში", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი რუხაძემ და დასძინა, რომ ეს არის "ჰანიველ პარტნერსის" პროექტი.

რუხაძის განმარტებით, "ჰანიველ პარტნერსი" არ არის პატარკაციშვილების ოჯახის კუთვნილი კომპანია, თუმცა პატარკაციშვილების ოჯახი კომპანიის ერთ-ერთი მსხვილი კლიენტია და მის აქტივებს სწორედ "ჰანიველ პარტნერსი" მართავს.