კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტები დღემდე არ გამოუყენებიათ - სისტემის ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშაა

ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, კახეთში მოსული ძლიერი სეტყვის მიუხედავად, ამ დრომდე სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტები არ გამოყენებულა.როგორც ცენტრ "დელტაში" აცხადებენ, სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა მაისის ბოლოდან ამოქმედდება. ამ ფონზე კი კახეთის რამდენიმე ქალაქში სტიქიამ მოსავლის დიდი ნაწილი უკვე გაანადგურა. რატომ არ ამოქმედდა შესაბამისი დანადგარები ამ დრომდე - კითხვები გაჩნდა როგორც "დელტას" მენეჯმენტთან, ასევე სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის ეფექტურობასთან დაკავშირებით.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე