ეროვნულმა ბანკმა 20 მლნ დოლარი შეისყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 მლნ დოლარი შეისყიდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

”დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.1632 შეადგინა”, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე ასევე 20 მილიონი დოლარი შეისყიდა.