ბათუმის საბაგიროთი მგზავრობის ფასი 15 ლარამდე გაიზრდება

ბათუმის საბაგიროთი მგზავრობის ფასი იზრდება. 1-ელი ივნისიდან საბაგიროთი მგზავრობა უფროსებისთვის 15 ლარი, ხოლო ბავშვებისთვის 5 ლარი გახდება.

"არგოს" ადმინისტრაცია გადაწყვეტილებას საბაგიროს მოვლასთან დაკავშირებული ხარჯების მიზეზით ხსნის.

"არგოს" მმართველი კომპანიის, "ჰესტოკ ბათუმის" დირექტორის, გიორგი აბაშიძის განმარტებით, ევროპის ქვეყნებთან შედარებით ბათუმის საბაგირო მომხმარებლებს ყველაზე დაბალ ფასებში ემსახურება.

"არ ვფიქრობთ, რომ ტურისტების განწყობაზე იმოქმედებს ფასების ზრდა. "არგოს" მომსახურება ევროპის ქვეყნებთან შედარებით ძალიან დაბალია. ჩვენი საბაგირო ოთხი წელია ექსპლუატაციაშია, გაიზარდა ცვეთა და ნაწილების ავსტრიიდან შემოტანა ხარჯებს უკავშირდება", - აღნიშნა გიორგი აბაშიძემ.

ბათუმის საბაგიროთი მგზავრობა გასულ წელს 5 ლარი ღირდა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე