ქალაქ მცხეთის ნარეკვავის დასახლებაში საბავშო ბაღის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

ქალაქ მცხეთის ნარეკვავის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. როგორც მცხეთის მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ ადგილზე მოხდა ძველი საბავშვო ბაღის დემონტაჟი და დაიწყო ახლის მშენებლობა. მცხეთის მერიის განცხადებით, წლების მანძილზე არსებული პრობლემა მოგვარდა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა აღმზრდელობით პროცესს.

N2 საბავშვო ბაღის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება. ამ დროისათვის, საბავშვო ბაღში შიდა კომუნიკაციები გაყვანილია, დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობის სისტემა, ახალ შენობას ჩაუტარდა სრულფასოვანი რემონტი, ეზოში მოწყობილია საბავშვო კუთხე ატრაქციონებით, როგორიცაა: საქანელა, აიწონა-დაიწონა, სასრიალო. ბაღი აღჭურვილი იქნება, ყველა იმ საჭირო ინვენტარით, რაც ბავშვების განვითარებას და მშვიდ გარემოში აღზრდას ესაჭიროება. შეიქმნება აღსაზრდელთა ორი ჯგუფი, ბაღი სამოცამდე ბავშვის სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოფას შეძლებს.

ინფორმაციას მცხეთის მერია ავრცელებს.