რა დამსახურებებისთვის ხვდებიან ქალები ფულად ბანკნოტებზე (+ფოტო)

აშშ-ის ხაზინის გადაწყვეტილებით, 20-დოლარიან კუპიურაზე პრეზიდენტ ენდრიუ ჯექსონს ჰარიეტ ტაბმენი ჩაანაცვლებს.

ტაბმენი მონობაში დაიბადა, საბოლოოდ გაიქცა და მიწისქვეშა რკინიგზის მეშვეობით, ყველაზე ცნობილმა „კონდუქტორმა“ ასობით ადამიანიც გაათავისუფლა. ეს რკინიგზა იყო უსაფრთხო სახლების საიდუმლო ქსელი, რომელიც მონათა გათავისუფლებისათვის შეიქმნა. მოგვიანებით, ჰარიეტი ქალებისთვის ხმის მიცემის უფლებისათვის ბრძოლის ლიდერი გახდა. 

ჰარიეტ ტაბმენი ერთადერთი ქალი არ არის, რომელიც კუპიურაზე განთავსდება. სხვადასხვა ქვეყნის ვალუტას არაერთი გმირი ქალი ამშვენებს.

გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

50 შვედურ კრონაზე, რომელიც 2006 წელს გამოვიდა მიმოქცევაში, ერთ-ერთი ყველაზე ოპერის ცნობილი მომღერალი, ”შვედი ბულბული” - იენნი ლინდია გამოსახული. 

”როდესაც გესმის, თუ როგორ მღერის ის, მოწესრიგებული ადამიანი ხდები”, - ამბობდა ჰანს ქრისტიან ანდერსენი იენნი ლინდიზე. ლინდი ფულს სწირავდა ქველმოქმედებას და შექმნა სკოლების მხარდამჭერი ფონდი.

1 ლიტვურ ლირზე (რომელზეც ევროს შემოღებამდე) გამოსახული იყო იულია ჟემაიტე, ლიტველი მწერალი. კომედიების, მონოლოგების, ფელეტონებისა და პუბლიკაციების ავტორი. თავის შემოქმედებაში ლიტველი მწერალი მე-19-20 საუკუნეების ლიტვურ ცხოვრებას აღწერდა. 1971 წელს ვილნიუსში იულია ჟემაიტეს ძეგლიც დაუდგეს.

1886 წლის 1-დოლარიანზე მართა ვაშინგტონი, ამერიკის ყველაზე პირველი ლედი იყო გამოსახული. დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ მეუღლეს, ჯორჯ ვაშინგტონს მართა ყველგან დაჰყვებოდა. თუმცა წინააღმდეგი იყო, რომ მეუღლეს საპრეზიენტო არჩევნებში კენჭი ეყარა.

2009 წელს გამოსულ 50 შოტლანდიურ ფუნტზე გამოსახულია მოდ ინგლისი, ცნობილი ექიმი და შოტლანდიაში ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი. 1894 წელს მოდ ინგლისმა ედინბურგში გაჭირვებულთათვის სამშობიარო სახლი გახსნა. პირველი მსოფლიოს ომის დროს საავადმყოფოებისთვის შემოწირულობებს აგროვებდა.

ჩილეს ეროვნულ ვალუტაზე - პესოს 5000-იან ბანკნოტზე გაბრიელა მისტრალია გამოსახული, პოეტი, ფემინისტი და 1945 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. მისტრალის ნამდვილი სახელი ლუსილა გოდოი ალკაიაგა იყო. ჩილელი პოეტის სახელი ჰქვია ერთ-ერთ კრატერს პლანეტა მერკურიზე.

1910 წლის გამოშვების 100 რუბლზე, რომელიც 1918 წლამდე იყო მიმოქცევაში, ეკატერინე დიდია გამოსახული.

500 ავსტრიულ შილინგზე 1997 წელიდან ფემინისტი, მწერალი, მხატვარი, ფილოსოფი და მუსიკოსი როზა მაირედერია გამოსახული. ეს ქალბატონი გახლავთ ისეთი ცნობილი ნამუშევრების ავტორი, როგორებიცაა ”ფემინიზმის კრიტიკა” და ”სექსი და კულტურა”.

ისრაელის პრემიერ მინისტრი გოლდა მეირი 10-შეკელიანზეა გამოსახული. მეიერი ისრაელის პრემიერის პოსტზე 1969-1974 წლებში იყო და სწორედ მისი პრემიერობის დროს  მოხდა ე.წ. განკითხვის დღე. 

ცნობილი მექსიკელი მხატვარი ფრიდა კალო 500 მექსიკურ პესოზეა გამოსახული. ფრიდ კალოს მექსიკური კულტურის და კოლუმბამდე ამერიკის ხელოვნების პოპულარიზატორად მოიხსენიებენ. 

ახალი ზელანდიის 10-დოლარიანს კეიტ შეპარდი ამშვენებს. სუფრაჟისტი, რომელიც ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. მისი წყალობით 1893 წელს ახალი ზელანდია გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც საერთო ამომრჩეველთა უფლებების შესახებ განაცხადა.

იხილეთ ფოტოგალერეა