ღვინის ინსტიტუტი - საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე წლიურად 17 ლიტრ ღვინოს მოიხმარენ

საქართველო წლიურად ერთ სულ მოსახლეზე 17 ლიტრ ღვინოს მოიხმარს.

ღვინის ინსტიტუტის კვლევის თანახმად, საქართველოში ღვინის წლიური მოხმარება 78 000 ლიტრს აღწევს.

ამავე კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ღვინის მოხმარების მხრივ პირველ ათეულს ევროპის ქვეყნები იკავებენ. ყველაზე მეტ ღვინოს ერთ სულ მოსახლეზე წლიურად - 54,26 ლიტრს ვატიკანში მოიხმარენ, მეორე პოზიციაზეა ანდორა - 46,26 ლიტრი, მესამეზე კი ხორვატია - 44,20 ლიტრი ღვინით ერთ სულ მოსახლეზე.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე