ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარი შეისყიდა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარი შეისყიდა. სებ-მა ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

”დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.1473 შეადგინა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ გარდა ამისა, სებ-მა მიმდინარე კვირას 17 და 18 მაისს გამართულ სავალუტო აუქციონებზე ასევე 20-20 მილიონი დოლარი შეისყიდა.