,,საქართველოს ფოსტა“ დუშეთში სერვის-ცენტრს გახსნის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს ფოსტა“ დუშეთში ხვალ, 20 მაისს, რიგით მე-16 სერვის-ცენტრს გახსნის, სადაც დუშეთის მოსახლეობას საშუალება ექნება უნივერსალური მომსახურებით ისარგებლოს.

როგორც ”საქართველოს ფოსტაში” აცხადებენ, დუშეთის განახლებულ სერვის-ცენტრში, რომელიც თანამედროვე ტექნიკითა და ავეჯით არის აღჭურვილი, ამ ეტაპზე 8 ადამიანი მუშაობს.

”პროფესიონალებით დაკომპლექტებულ ცენტრში მომხმარებელს მომსახურების ახალ სტანდარტებს შესთავაზებენ. ქვეყნის მასშტაბით გახსნილი ,,საქართველოს ფოსტის“ განახლებული და ავტომატიზირებული სერვის-ცენტრები მნიშვნლოვნად გაზრდის მომსახურების ხარისხს, ასევე, უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას”, - აცხადებენ ”საქართველოს ფოსტაში”.

მათი განმარტებით, კომპანიის მიზანია გახდეს ლიდერი ბრენდი საფოსტო გზავნილების სფეროში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.