„ბაფი“ 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენციასა და საზეიმო მიღებას მასპინძლობს

დღეს ”ქორთიარდ მარიოტი”, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ბაფი), რომელიც აერთიანებს 7000-მდე ფიზიკურ პირსა და 90-მდე წამყვან აუდიტორულ კომპანიას, მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას - „ევროინტეგრაცია და პროფესიის გამოწვევები“, რომლის ძირითადი თემა მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული "ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტია. კონფერენციის უმთავრესი მიზანი კანონის პროექტზე მსჯელობაა, რათა სამთავრობო სტრუქტურებს, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის წარმომადგენლებს უკეთ გააცნოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საერთაშორისო პრაქტიკა, რაც საქართველოს დაეხმარება ევროდირექტივებთან შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ფორმირებაში. კონფერენციის დასრულების შემდგომ, 19:30 საათზე, გაიმართება 20 წლის იუბილესთან დაკავშირებული საზეიმო მიღება. საზეიმო ღონისძიებაზე მოწვეულები არიან „ბაფის“ პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, წევრი ორგანიზაციები და წამყვანი ბიზნესკომპანიები. ღონისძიების ორივე ნაწილი ღიაა ჟურნალისტებისათვის.

„უკვე 20 წელია, „ბაფი“ არის პროფესიული ეთიკის, მომსახურების ხარისხისა და კვალიფიციური სპეციალისტებით უზრუნველყოფის მუდმივი გარანტი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი დახმარებით, შესაძლებელი გახდა ამ პროფესიის, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების, ძირითადი ბირთვის გაერთიანება და საერთო მიზნების განხორციელება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია წევრების მაღალკვალიფიციური დონის მიღწევა და შენარჩუნება, საზოგადოებისთვის ხარისხიანი და სანდო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით. ეს ყველაფერი განაპირობებს საინვესტიციო ბიზნეს გარემოს განვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას, რადგან საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობით გაიზრდება ფინანსური ანგარიშგების სანდოობა და ხარისხი,“ განაცხადა „ბაფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლავრენტი ჭუმბურიძემ.

”მოხარული ვართ, რომ ბაფი 20 წლის იუბილეს აღნიშნავს, რათა მიმოიხილოს მიღწევები და მოძებნოს წარმატების გაგრძელების გზები მიმდინარე საუკუნეში. IFAC აღფრთოვანებულია ფედერაციის საქმიანობით - იმ პასუხისმგებლობით, რითაც იგი მოეკიდა ბუღალტრის პროფესიის გაძლიერებას თქვენს ქვეყანასა და რეგიონში, საქართველოს ბუღალტრებისა და აუდიტორების პროფესიული განვითარების, საერთაშორისო სტანდარტების აღიარებითა და დანერგვის გზით. ბუღალტრის ძლიერი და საიმედო პროფესია ემსახურება ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფო ინტერესებს. მნიშვნელოვანია აგრეთვე საქართველოს გადაწყვეტილება, გააძლიეროს თავისი ეკონომიკა ევროკავშირთან და მსოფლიო ეკონომიკასთან ინტეგრაციით“, აღნიშნავს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) პრეზიდენტი, ოლივია ფ. ქირთლი.

კონფერენციაში მონაწილეობენ: ბრიტანეთის სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA), ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IFRS), მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები; სხვადასხვა ქვეყნების (ინგლისი, ისრაელი, პოლონეთი, თურქეთი, რუმინეთი, ესტონეთი, ყაზახეთი, რუსეთი, მოლდოვა, უკრაინა, აზერბაიჯანი) მარეგულირებელი და პროფესიული ორგანიზაციების, საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო სექტორის, წევრი კომპანიების და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

„ბაფის“ შესახებ

წევრობაზე დაფუძნებული პროფესიული ორგანიზაცია „ბაფი“ შეიქმნა 1996 წელს. ფედერაციას აქვს 9 ფილიალი, რომელიც მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებსა და რაიონებს. ის ეხმარება ადამიანებს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული სტანდარტებით სერტიფიცირებასა და პროფესიულ განვითარებაში. „ბაფი“ ახორციელებს წევრების მომსახურების ხარისხის კონტროლის სისტემურ შეფასებას, დისციპლინარულ მოკვლევასა და პროფესიული ეთიკის დაცვის მონიტორინგს. მის წევრებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ საკონსულტაციო მომსახურებით ბიზნეს სამართლის, ფინანსების, საგადასახადო და აუდიტის საკითხებში.

საქმიანობის შედეგების რეზიუმე, 1996-2016 წლები:

• „ბაფი“ 2000 წელს გახდა და დღემდე წარმოადგენს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის IFAC-ის წევრს;

• ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები აღიარებულ იქნა საქართველოს ეროვნულ სტანდარტებად;

• მიღებულ იქნა საქართველოს კანონები: ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ (1999) და ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ (2012);

• დამკვიდრდა პროფესიული თვითრეგულირების პრინციპები;

• დაფუძნდა პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი და ყოველთვიური სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი ბუღალტრებისათვის;

• ჩამოყალიბდა სპეციალისტთა გადამზადების, პროფესიული სერტიფიცირებისა და განგრძობითი სწავლების სისტემა;

• 2003 წელს გახდა და დღემდე არის ACCA-ის პროვაიდერი. მის მიერ განხორციელდა პროფესიული სერტიფიცირების საერთაშორისოდ აღიარებული პროგრამის (ACCA) ქართულ ენაზე ადაპტირება, პოპულარიზაცია და აღიარება ACCA-ის მიერ;

• შეიქმნა მომსახურების ხარისხის კონტროლის სისტემის შემოწმების ნორმატიული ბაზა და განხორციელდა მისი პრაქტიკაში დანერგვა;

• საჭიროებისამებრ, ითარგმნება და გამოიცემა ფინანსური ანგარიშგების, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები. მზადდება და გამოიცემა მათი პრაქტიკაში გამოყენებისათვის საჭირო ლიტერატურა;

• დაარსების დღიდან „ბაფი“ ახორციელებს პროფესიის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის ლობირებას.

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: +995 32 235 01 57

gfpaa@gfpaa.ge

www.gfpaa.ge

(R)